ბერიძის წარდგენის ვიდეო და ბუდუ ზივზივაძის ხუმრობა
დღეს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბერიძე კარიერას „ანკარაგიუჯუში“ გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამას პლუს, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, გიორგი სუპერ ლიგაში დამატებით 1 წელს გაატარებს.
ტრანსფერის გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თურქულმა კლუბმა ბერიძის გადაყვანას ვიდეო მიუძღვნა, რომელსაც მისი ყოფილი თანაგუნდელი ბუდუ ზივზივაძე კომიკურად გამოეხმაურა.
„წარდგენა მომპარეს, my boy"