ოფიციალურად - ჩელსი 4.25 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვის თაობაზე თანხმობა მისცა. „ნისლიან ალბიონზე“ დარწმუნდნენ, რომ „არისტოკრატების“ გასხვისება რომან აბრამოვიჩს ან სხვა ბიზნესმენს, რომელზეც სანქციებია დაწესებული, სარგებელს არ მოუტანს და გარიგებას მწვანე აუნთეს.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ლონდონური კლუბი ოფიციალურად გაიყიდა და მისი მფლობელი ტოდ ბოელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია „ჩელსის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა. ყველანაირი ტრანზაქცია ორშაბათს დასრულდება და კლუბი ბოელის მფლობელობაში გადავა.
Club statement.
— Chelsea FC (@ChelseaFC) May 28, 2022
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მფლობელი ტომას ტუხელს ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს და ყველანაირ ფინანსურ დავალიანებას დაფარავს. ცნობისთვის, ტოდ ბოელს ლონდონის „ჩელსის“ ყიდვა 4.25 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩს „არისტოკრატების“ გაყიდვა მას შემდეგ აიძულეს, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრია და ბიზნესმენს სწორედ ეს არ აპატიეს. ასევე გეტყვით, აბრამოვიჩი კლუბის გაყიდვიდან ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს.