ნორვიჩი
Aa
Aa

ნორვიჩი ახალი მანჩესტერ სიტი? - მულტი-მილიონერი ინვესტიციის ჩადებას აპირებს

ამერიკელი მულტი-მილიონერი „ნორვიჩს“ ესტუმრა, რათა პოტენციური ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს. მარკ ატანასიო, რომელიც გაიზარდა ნიუ-იორკში და პროფესიონალურ ბეისბოლის გუნდს Milwaukee Brewers-ს ფლობს, ქალაქში ორი დღით იმყოფებოდა.

„ნორვიჩმა“ პრემიერ ლიგის სეზონი ჩააგდო და ჩემპიონშიფში დაქვეითდა. როგორც ცნობილი გახდა, ატანასიო კლუბში ინვესტიციის ჩადებით გაცილებით ადრე ინტერესდებოდა და ამ მომენტში მისთვის არ მნიშვნელობა „ნორვიჩი“ ინგლისის ნომერ პირველ ჩემპიონატში ითამაშებს, თუ მეორეში.

Itv.com წერს, რომ მარკის ინვესტიცია კლუბის ამჟამინდელი მფლობელების სტატუსს არანაირად არ შეეხება და შეთანხმების შემთხვევაში ისინი ერთად იმუშავებენ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში „ნორვიჩის“ არადამაჯერებელი თამაშის და არასწორი სპორტული პოლიტიკის ფონზე, გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლას და დამატებითი ფინანსების მოძიებას ითხოვდნენ.

ამჟამინდელი სტრუქტურის მიხედვით, „ნორვიჩი“ თვითდაფინანსების მოდელით მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბი ხარჯავს მხოლოდ იმ თანხას, რასაც გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე, პრემიერ ლიგიდან გავარდნა გასაკვირი არ უნდა იყოს.

მარკ ატანასიო ასევე ფლობს Crescent Capital Group-ის აქციებს, რომელიც ლოს-ანჯელესში დაფუძნებული აქტივების მართვის ფირმა გახლავთ. ატანასიო ასევე მნიშვნელოვან კამპანიას აწარმოებს, რათა 2028 წლის ოლიმპიური თამაშები ლოს-ანჯელესში ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები