ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბათუმის დინამო
Aa
Aa

Elfutbolero: ხვიჩას თამაშმა ნაპოლი ლოსანოს გაყიდვაში დაარწმუნა

ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან „ნაპოლიში“ ითამაშებს. ეს ამბავი ახალი არავისთვის არის, თუმცა გასარკვევია ვისთან მოუწევს ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა.

ლორენცო ინსინიემ კლუბი დატოვა და ახლა მარცხენა ფლანგზე ჰირვინგ ლოსანო დარჩა. ქართველი ფეხბურთელი მექსიკელს უნდა გაეჯიბროს, თუმცა სპორტულ მედიაში ჰირვინგთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაჩნდა.

Elfutbolero წერს:

„ლუჩიანო სპალეტიმ ყველაფერი დაგეგმა. „ნაპოლი“ მომავლ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ამიტომ მოიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ისე კარგად თამაშობს, რომ ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა ლოსანოს გაყიდვაში დაარწმუნა.“

შეგახსენებთ, რომ მექსიკელ გარემარბს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ლოსანოს „პარტენოპეიდან“ აბარგება სურს და ამავდროულად იტალიურ კლუბს ფინანსური სარგებლის მიღება აქვს გადაწყვეტილი.

ეს სიტუაცია კი ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტად აწყობს. Elfutbolero იმასაც წერს, რომ „ნაპოლი“ შესაძლოა ვიქტორ ოსიმენმაც დატოვოს. ყველაფერს მომავალი სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი, დრიბლინგი, პენალტი... ბრილიანტია! - იტალიური მედია კვარაზე
დუბლი, დრიბლინგი, პენალტი... ბრილიანტია! - იტალიური მედია კვარაზე