ბატლერი ვერ გააჩერეს - მაიამიმ ბოსტონს მოუგო, ყველაფერი მე-7 მატჩში გაირკვევა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 მატჩში კომფორტულ უპირატესობაში მყოფმა „ბოსტონმა“ „მაიამის“ უმასპინძლა და 103:111 დამარცხდა. ყველაფერი მე-7 მატჩში გაირკვევა.
პირველი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა საკუთარი თამაში გამოასწორეს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. საერთო ანგარიშში „ბოსტონი“ 3:2-ს იგებდა და „მაიამი“ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა.
დღევანდელი დაპირისპირება ჯიმი ბატლერისთვის საოცარი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა არასრულ 46 წუთში 47 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. როგორც ხედავთ, ბატლერს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.
„ბოსტონიდან“ კი ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტატუმი იყო, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება მაიამიში 30 მაისს გაიმართება. წყვილიდან გამარჯვებული კი სუპერ ფინალში „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება.