გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი
Aa
Aa

თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა - მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას ტოვებს

გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი, იასპერ სილესენი „ვალენსიას“ ტოვებს. Cope-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი მეკარე პირველი იქნება, ვისაც „ღამურები“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდიან და სავარაუდოდ, სილესენი სამშობლოში დაბრუნდება.

ესპანური გამოცემის ცნობით, 33 წლის მეკარე თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მათ წარმატება უსურვა. სილესენის მსურველთა სია პატარა ნამდვილად არაა. ახლახან, დაიწერა, რომ მისით პსვ ინტერესდებოდა, დღეს კი გვაუწყეს, რომ იასპერის საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე ნიდერლანდურ კლუბს სურს, რომელთა შორის „ნაიმეგენიცაა“.

როგორც ირკვევა, „ვალენსიას“ სილესენის შენახვა ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ევრო უჯდება, რის გამოც, „ღამურები“ მის გასხვისებას აქტიურად შეეცდებიან. Cope-ს ცნობით, ეს თანხა სათადარიგო მეკარისთვის ძალიან დიდია, რადგან ყველამ იცის, რომ მომდევნო სეზონში გუნდის ძირითადი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა
„ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა" - არჩილ ბერიძემ ხვიჩაზე ისაუბრა