კლეი ტომპსონი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, დალას მავერიქსი
Aa
Aa

მე-6 ფინალი ბოლო 8 სეზონში - გოლდენ სტეიტმა დალასს მოუგო

გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „გოლდენ სტეიტმა“ „დალასს“ 120:110 მოუგო და სერიაში 4:1 გაიმარჯვა.

„გოლდენმა“ წინ გაჭრა დიდ შესვენებამდე შეძლო, როცა პირველი მეოთხედი 28:23 და მეორე 41:29 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია.

მასპინძელთა რიგებში კლეი ტომპსონმა 32 ქულა ჩააგდო და გუნდში საუკეთესო იყო. უიგინსს 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, გრინს 17 ქულა და 9 მოხსნალუნის ანგარიშზე 10 ქულა და 18 მოხსნა იყო. მოკრძალებული შეხვედრა ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა.

„დალასიდან“ ტრადიციულად ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელსაც 28 ქულა, 9 მოხსნა და 6 გადაცემა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სტივ კერის გუნდი ბოლო 8 სეზონში სუპერ ფინალში მეექვსედ გავიდა. მსგავსი შედეგი ისტორიაში ბოლოს ასეთი შედეგი 90-იან წლებში ლეგენდარულ „ჩიკაგო ბულსს“ ჰქონდა.

„გოლდენ სტეიტმა“ მიმდინარე სეზონში საპლეიოფო სტადიაზე საკუთარ კედლებში 9-დან 9 შეხვედრა მოიგო.

სუპერფინალში „გოლდენის“ მეტოქე ხვალ ღამით გაირკვევა. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონი“ „მაიამის“ სერიას 3:2-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი რებიჩით ინტერესდება - კვარას ახალი კონკურენტი?
ნაპოლი რებიჩით ინტერესდება - კვარას ახალი კონკურენტი?