17 წუთი და 7 ქულა - შერმადინის ლენოვო ტენერიფე 32 ქულით დამარცხდა
გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას პლეიოფში ჩაერთო და პირველი შეხვედრა სტუმრად, მეოთხეადგილოსანი „ხუვენტუტ ბადალონას“ წინააღმდეგ გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და 68:100 განადგურდა.
გიორგი შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 6 წამი გაატარა. ამ დროში „შერმინატორმა“ მხოლოდ 7 ქულა და 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) მიითვალა. გიომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა და ერთი დაკარგვა ჰქონდა.
Joventut Badalona ofrece una de sus mejores versiones y consigue la primera victoria de la eliminatoria contra Lenovo Tenerife.
— Liga Endesa (@ACBCOM) May 26, 2022
1⃣0⃣0⃣ @Penya1930
6⃣8⃣ Lenovo Tenerife @CB1939Canarias #PlayoffLigaEndesa#ListosParaRomperla pic.twitter.com/esYEWnWUN5
შერმადინის გუნდში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო - 14 ქულა, დოორნეკამპმა და სულეიმანოვიჩმა 10-10 ქულა დააგროვეს, ხოლო კაილ ვილტიერის ანგარიშზე 8 ქულა და 2 მოხსნა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან 14 ქულაზე მეტი არავის ჰქონია, თუმცა 10-ქულიანი ნიშნული ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა გადალახა.
გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრა 29 მაისს გაიმართება და „ლენოვო ტენერიფე“ საშინაო არენაზე იასპარეზებს. მატჩი თბილისის დროით, 15:00-ზე დაიწყება.