"იმედი მაქვს რეალთან მეორე მარცხი მისთვის მძიმე დარტყმა არ იქნება" - კარვახალი სალაჰს
მადრიდის „რეალის“ ესპანელმა მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა მოჰამედ სალაჰის შურისძიების სურვილზე ისაუბრა.
„არ ვიცი, სურს თუ არა სალაჰს შურისძიება. რა თქმა უნდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხდები, ყოველთვის გინდა მეორე შანსის მიღება და ამ მეტოქის დამარცხება.
იმედი მაქვს, რომ მადრიდის რეალთან მეორე მარცხი სალაჰისთვის მძიმე დარტყმა არ იქნება“,
- განაცხადა კარვახალმა.
სალაჰმა „რეალთან“ რევანშ გასულ კვირაში ისაუბრა:
„რეალთან ფინალი? ეს ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. ამჯერად კარგად ვართ მომზადებულები და იმედი მაქვს ამას შევძლებთ, რეალზე შურს ვიძიებთ.
ეჭვი არ მეპარება, რომ მატჩი რთული იქნება, მადრიდელებმა ბევრი ძლიერი გუნდი დაამარცხეს. ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 2018 წელს დავმარცხდით, ეს იყო სევდიანი დღე. შურისძიების დროა“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში 28 მაისს შედგება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.