ჩემპიონთა ლიგა, ალექსანდრ ჩეფერინი, არტურო ვიდალი
Aa
Aa

"ფეხბურთი ზეიმია და არა მონების ბაზარი" - ვიდალი დატვირთულ კალენდარზე

არტურო ვიდალმა ფეხბურთში დატვირთულ კალენდარზე ისაუბრა, რომელიც ყოველწლიურად უფრო რთულდება.

„დაგროვილი ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ რისკის ქვეშ ვართ, რადგან ჩვენი შესრულება იკლებს და შესაძლოა ბევრი ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლე გამოდგეს. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელიანები ამ სფეროში და ყველა ჩვენგანმა, ვინც ჩართული ვართ, ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ეფექტი შემცირდეს.

სიტუაცია განსაკუთრებით ეხება სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩებზე მოსახვედრად დიდი მანძილის გავლა უწევთ. ეს არ ჰგავს ევროპას, სადაც ყველაფერი უფრო ახლოსაა.

მოდით აღვასრულოთ პროტოკოლები: ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა გვირჩევს, რომ დასვენების პერიოდები განხორციელდეს და დაიცვან, იქნება ეს ლიგის დროს თუ კანონიერი არდადეგების დროს. როგორც ნებისმიერ საქმეში, მნიშვნელოვანია, დავისვენოთ იმ პასუხისმგებლობებისგან, რომლებსაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვასრულებთ და არ ვიფიქროთ არაფერზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ეხება. ეს ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა.

ჩვენი პროფკავშირები უკვე საკმაოდ დიდი ხანია გვაწვდიან ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ, FIFPRO-ს მოთამაშეთა დატვირთვის მონიტორინგის (PWM) პლატფორმის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ ვიცით, რომ ის ზომავს მატჩის დატვირთვას დროის მოკლე მონაკვეთში მოთამაშეების სათამაშო წუთების მზარდი რაოდენობის ყურებით.

ყველა ეს მაჩვენებელი ეწინააღმდეგება მეცნიერთა რეკომენდაციებს ჩვენი მუშაობის, ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ.

როგორც ფეხბურთელებს, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამისთვის ბრძოლა ჩვენი კარიერისა და ოჯახებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ფეხბურთისთვის, როგორც გასართობისთვის. ჩვენზე არ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ეფექტებმა, რადგან ფეხბურთი არის ზეიმი და არა მონების ბაზარი“,

- თქვა ჩილელმა FIFPRO-სთან საუბრისას.

უეფას პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს ამართელბს

ალექსანდრ ჩეფერინი ლიგის ახალი ფორმატის მიმართ არსებულ დიდ კრიტიკას ეხმაურება.

- ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საუკეთესოა?

„რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი ფორმატია. ახლა ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ის საუკეთესო, რაც კი ოდესმე ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კარგი კომპრომისია მხარეებს შორის.

ჩემპიონთა ლიგა უფრო საინტერესო გახდება და ამავდროულად არ ვაპირებთ სხვადასხვა ეროვნული ჩემპიონატების კანიბალიზაციას.

არ ვიცი, ოდესმე ყოფილა თუ არა ასე, რომ ყველა დაინტერესებული მხარე კმაყოფილი იყოს ნაპოვნი გადაწყვეტილებით. ადვილი არ იყო, ბევრი, ბევრი ფიქრი იყო საჭირო.

ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გამოსავალია ევროპული ფეხბურთის მომავლისთვის“,

- განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

მანამდე უეფამ 2024/25 წლების სეზონიდან ევროტურნირებზე „შვეიცარიული სისტემა“ დაამტკიცა. ჩემპიონთა ლიგაზე ერთ საერთო ცხრილში 36 გუნდი იქნება, თითოეული კლუბი საწყის ეტაპზე 6-ის ნაცვლად 8 მატჩს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: ფინალს რეალი მოიგებს, ლივერპულს სუსტი ნახევარდაცვა ჰყავს
ნევილი: ფინალს რეალი მოიგებს, ლივერპულს სუსტი ნახევარდაცვა ჰყავს