ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როცა ზეწოლის ქვეშ ხარ და მამაშენს მანქანას უმტვრევენ ალბათ წახვალ“ - სლუცკი ხვიჩაზე

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილი უტკინს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საქართველოში ხვიჩაზე დიდი ზეწოლა იყო, რასაც რამდენიმე ინციდენტი დაერთო.

„როცა ყოველდღე „გჰეითერობენ", როცა ყოველდღე შენს ფანჯრებში ქვები ცვივა, როცა მამაშენს მანქანას უმტვრევენ, როცა შენზე უდიდესი ზეწოლაა, ალბათ, წახვალ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წასვლის შემდეგ, „რუბინს“ სერიოზული პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, ყაზანელები რუსეთის პრემიერ ლიგიდან დაქვეითდნენ. 31 მარტს, ქართველი ფეხბურთელი „დინამო ბათუმს“ შეუერთდა და რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალს ჩემი შეძენა უნდოდა, მაგრამ სპარტაკმა არ გამიშვა
„არსენალს ჩემი შეძენა უნდოდა, მაგრამ სპარტაკმა არ გამიშვა" - ჯანო ანანიძე