ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველ ხალხს სიამაყის საფუძველს მისცემს" - დვალიშვილმა ხვიჩაზე ისაუბრა

„დინამო ბათუმის“ სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დვალიშვილმა SpazioNapoli-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ხვიჩა ქართველ ხალხს სიამაყის საფუძველს აუცილებლად მისცემს.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის და მას თავდაუზოგავად მუშაობა მოუწევს, რათა საკუთარი ტალანტი უკეთ წარმოაჩინოს. შემიძლია, გითხრათ, რომ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. ჩემი აზრით, მომავალში იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და წარმატებული კარიერა ექნება.

კვარაცხელიას პროგრესის მისაღწევად მაღალი დონის ჩემპიონატი და კონკურენტები სჭირდება. ვფიქრობ, ნაპოლიში გადასასვლელად ახლა სწორი დროა. იგი ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში ითამაშებს, როგორიც სერია A არის და ისეთი ძლიერი მწვრთნელი ეყოლება, როგორიც სპალეტია. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ქართველ ხალხს სიამაყის საფუძველს აუცილებლად მისცემს.

კვარაცხელიას ტალანტის მქონე ფეხბურთელს სერია A-ში განსხვავების შექმნა ნამდვილად შეუძლია, თუმცა შესაძლოა, ეს მალევე ვერ გააკეთოს და დრო დასჭირდეს. მარტივი არაა ტოპ ჩემპიონატში გადახვიდე და განსხვავება პირველივე წუთებში შექმნა. პლუს ამას, ძალიან ძნელია, ინსინიეს დონის ფეხბურთელი ჩაანაცვლო. ხვიჩა და ლორენცო განსხვავებული ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ერთნაირი საფეხბურთო მახასიათებლები და სათამაშო სტილი ნამდვილად არ აქვთ. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი ტალანტი აჩვენოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სერიოზული წარმატების მისაღწევად მაღალი დონის კლუბი და ჩემპიონატი სჭირდება.“

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალს ჩემი შეძენა უნდოდა, მაგრამ სპარტაკმა არ გამიშვა
„არსენალს ჩემი შეძენა უნდოდა, მაგრამ სპარტაკმა არ გამიშვა" - ჯანო ანანიძე