წლის საუკეთესო ფინიშები - UFC-იმ ილია თოფურიას ნოკაუტი გამოარჩია
UFC-იმ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და 2022 წლის საუკეთესო ფინიშები დაასახელა. ბუნებრივია, წლის ბოლომდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ვიდეოში ის დარტყმებია წარმოდგენილი, რომლებიც წლის დასაწყისიდან დღემდე ვიხილეთ.
MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ რჩეულთა შორის ილია თოფურიაც მოხვდა. UFC-იმ „ელ მატადორის“ მიერ ჯაი ჰერბერტთან მოპოვებული ნოკაუტი გამოარჩია, რომელიც ილიამ მეორე რაუნდში გაიფორმა.
გეტყვით იმასაც, რომ თოფურიას დარტყმის გარდა, UFC-იმ ვიდეოში ტაი ტუივასას, ჯამაჰალ ჰილის, მაიკლ ჩენდლერის, მოლი მაკკენის, ვიაჩესლავ ბორშჩევის, შავკატ რახმანოვის, ჯარედ კანონიერის, სონგ იადონგისა და აზამატ მურზაკანოვის ნოკაუტები გამოარჩია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ილიას სამომავლო გეგმებზე აქტიურად იწერება და დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე ედსონ ბარბოზა იქნება. ეს ინფორმაცია MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ UFC ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.