ჯანო ანანიძე
Aa
Aa

„არსენალს ჩემი შეძენა უნდოდა, მაგრამ სპარტაკმა არ გამიშვა" - ჯანო ანანიძე

ქართველმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ Championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჯანომ განაცხადა, რომ იყო პერიოდი, როცა მისი გადაბირებით „არსენალი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „სპარტაკმა“ მის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ გავიხსენი, ტრავმებია. ყოველთვის ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი. სავარჯიშო დარბაზში ჩემზე მეტ დროს არავინ ატარებდა, ღამის კლუბებში არასდროს ვერთობოდი და პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებას ვეწეოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ბედი ასეთი იყო.

აბსოლუტურად ყველა ტრავმა მახსოვს, რომლებიც კარიერის განმავლობაში მიმიღია, რადგან ევროპაში წასვლის საშუალება სწორედ მათ არ მომცეს. როცა სპარტაკში კარგი სტარტი მქონდა, ჩემი გადაბირება არსენალს უნდოდა. მოსკოვურმა კლუბმა ჩემი 5 მილიონ ევროდ გაშვება არ მოისურვა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთი წლის შემდეგ, ჩემ სანაცვლოდ 20 მილიონს მიიღებდნენ. 150 პროცენტით ვიცი, რომ წინადადება ნამდვილად იყო, კლუბის ხელმძღვანელებმა კი განაცხადეს, რომ ჯანო არ იყიდება. ჩემს კარიერაში იყო წლები, როცა ჩემი შეძენა ვალენსიასა და ვიტესს სურდათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.“

სხვადასხვა დროს ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ (12 წელი), „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „ანორთოსისში“ თამაშობდა, შემდეგ იყო თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“. მისთვის  ყველაზე წარმატებული 2 სეზონი გახლდათ - 2013-14 და 2016-17. 2013-14 წლებში ქართველი შემტევი  „როსტოვში“ ასპარეზობდა, სადაც ტრავმის მიღებამდე 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2016-17 წლებში, ჯანომ სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ტრავმის მიუხედავად, რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი, დრიბლინგი, პენალტი... ბრილიანტია! - იტალიური მედია კვარაზე
დუბლი, დრიბლინგი, პენალტი... ბრილიანტია! - იტალიური მედია კვარაზე