ევრო 2023 |  საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება
Aa
Aa

ევრო 2023 | საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, 9 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა ფინალის გარდა კიდევ 15 შეხვედრას უმასპინძლებს (სულ 16). ფინალის გარდა, ბათუმის სტადიონზე კიდევ 4 მატჩი შედგება,  4-4 მატჩი გაიმართება ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონსა და თბილისის მიხეილ მესხის სტადიონებზე, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 3 შეხვედრას უშუალოდ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ითამაშებს.

ევრო 2023-სთვის მოსამზადებელი პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია: თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. 

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში 2-2 ჯგუფი ჩატარდება. 

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"