ნაპოლი, Crystalbet ეროვნული ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"ცდილობს საუკეთესოდ დაასრულოს თავისი თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში" - იტალიური პრესა ხვიჩაზე

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ფრედ 4:4 ითამაშა. ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა დიდებული სანახაობა იხილეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ Crystalbet ეროვნულ ლიგაში თავისი მორიგი გოლების გატანა შეძლო. „კვარამ“ ამჯერად დუბლი გაიფორმა და ეს მისთვის უკვე მე-8 გოლია, რის შემდეგაც ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილს იკავებს.

ხვიჩას მორიგ პერფორმანსს ტრადიციულად დროულად გამოეხმაურა იტალიური, კერძოდ კი ნეაპოლური პრესა:

"ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა იმ გოლის გასატანად, რომელმაც ბათუმის დინამოსა და სამგურალის მატჩი გახსნა. ნაპოლის ახალი შენაძენი ცდილობს საუკეთესოდ დაასრულოს თავისი თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, სადაც ამჟამად პირველ ადგილს ბათუმის დინამო იკავებს".

- წერს napolimagazine-ი.

ხვიჩას დუბლს ასევე გამოეხმაურა calcionapoli1926:

„მომდევნო სეზონიდან ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ხალხის გაოცებას დინამო ბათუმის რიგებში აგრძელებს. დღეს იგი წყალტუბოს სამგურალთან მატჩში ორი გოლით შეხვედრის გმირი იყო. პირველი გოლი მარცხენა გარემარბმა ნახტომის შედეგად გაიტანა, მეორე კი პენალტიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი სპონსორი და ინვესტიცია ბათუმის დინამოში - „ლიქსინ ჯგუფთან
ახალი სპონსორი და ინვესტიცია ბათუმის დინამოში - „ლიქსინ ჯგუფთან" ხელშეკრულება გაფორმდა