ბათუმის დინამო
Aa
Aa

ტრიბუნებიდან გადმოყრილი სათამაშოები - "შავი ზღვის პირატების" საქველმოქმედო ჟესტი

დღეს, ბათუმში „დინამომ“ „Crystalbet ეროვნული ლიგის“ მე-16 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მეორე ტაიმის დაწყებამდე სასიამოვნო ჟესტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა მოაწყვეს.

მოგეხსენებათ, რომ 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ამასთან დაკავშირებით, გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მინდორზე სათამაშოები გადმოყარეს, რომლებიც ბავშვებს დაურიგდებათ.

ბათუმის „დინამოს“ ქომაგებმა (Black Sea Pirates) სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ეს იყო საქველმოქმედო ხასიათის ქმედება, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.

მსგავსი ჟესტი ევროპაში გავრცელებულია და სხვადასხვა კლუბები მას წლის სხვადასხვა დროს ხშირად მიმართავენ ხოლმე. მაგალითად, „ბეტისმა“ გასულ წელს საშობაოდ მსგავსი რამ გააკეთა და სათამაშოები მიუსაფარ ბავშვებს გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას