შეთანხმება შედგა - მაზრაუის შემდეგ ბაიერნში გრავენბერხიც ითამაშებს
რაიან გრავენებერხი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 20 წლის გრავენბერხს „რეკორდმაისტერთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ აპრილიდან ჰქონდა. საუბარია 5-წლიან კონტრაქტზე რომელიც უკვე გაფორმდა.
„აიაქსი“ გრავენბერხის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ამას 5 მილიონს ბონუსების სახით. გარდა ამისა, თუ ნიდერლანელი სამომავლოდ სხვა გუნდში გაიყიდება, თანხის 7%-ს „აიაქსი“ მიიღებს.
უახლოეს დღეებში გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება და ხელშეკრულება 2027 წლამდე გაფორმდება.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, „ბაიერნმა“ ამსტერდამელთა რიგებიდან მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი გაიფორმა.
რომანო ასევე წერს, რომ „ბაიერნი“ მზადაა „ლაიპციგიდან“ კონრად ლაიმერი გაიფორმოს, მაშინაც კი თუ კლუბი ამის წინააღმდეგი იქნება და ფეხბურთელის შენარჩუნებას შეეცდება.
აქვე გეტყვით, რომ რაიან გრავენბერხმა ერედივიზიონის გასულ სეზონში „აიაქსის“ რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.