"ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ს ფულის გამო შეუერთდნენ, საკუთარ მონობას მოაწერეს ხელი"
ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის დაკომპლექტების სირთულეებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ტრანსფერებს, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, მაგრამ არის სირთულეები. ლა ლიგა არ გვიჭერს მხარს.
ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები ლა ლიგაში ძალიან მკაცრია სხვა ჩემპიონატებთან შედარებით. და ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს დაბრკოლება.
მიჩვეულები ვართ. ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს და არსებობს მხოლოდ ერთი რეცეპტი: მუშაობა და მუშაობა და კარგად მუშაობა. უნდა ვეცადოთ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ.
მესი? ის წავიდა, ეს მოხდა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მან სპორტული კარიერა ბარსელონაში დაასრულოს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მან ეს ვერ შეძლო.
ეს იმიტომ მოხდა, რომ ლა ლიგაში ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები ზედმეტად მკაცრია, ასევე პსჟ-ს შეთავაზების გამო.
ნეიმარის დაბრუნება? ვის არ მოსწონს ნეიმარი? ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ მას პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს და კიდევ თუ არ ვცდები 4 ან 5 წელი დარჩა. ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ს ფულის გამო შეუერთდნენ, ფაქტობრივად საკუთარ მონობას მოაწერეს ხელი.
მესი და ნეიმარი მხოლოდ უფასოდ თუ დაბრუნდებიან".
შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა პრესამ ნეიმარის პსჟ-დან წასვლას პროგნოზირებადი უწოდა. პარიზელები მზად არიან შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ბრაზილიელი გაყიდონ. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გასულ კვირაში ფეხბურთელი ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს.