ლივერპული, რეალი, ჩემპიონთა ლიგა, ტიაგო ალკანტარა
Aa
Aa

ცუდი ამბავი - დიდი ალბათობით ტიაგო ფინალში ვერ ითამაშებს

„ლივერპულისთვის“ პრემიერ ლიგის სეზონი ცუდად დასრულდა. მერსისაიდულმა გრანდმა ბოლო ტურში „ვულვზი“ დაამარცხა, თუმცა „მანჩესტერ სიტიმ“ თავისი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი სწორედ პეპ გუარდიოლას გუნდი გახდა.

ეს სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ტიაგო ალკანტარამ დაზიანება მიიღო. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ესპანელ ნახევარმცველს აქილევსის ქუსლის ტრავმა აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სამი დღე დარჩა და როგორც MARCA ვარაუდობს ალკანტარა გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ტიაგოს თამაში გამორიცხული არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.

„ლივერპულისთვის“ პოზიტიური ის გახლავთ, რომ ფაბინიომ მოასწრო გამოჯანმრთელება. მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმა 10 მაისს მიიღო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადება არ ყოფილა, დისკუსია საწყის ეტაპზეა - Mirror-ი მამარდაშვილზე წერს
წინადადება არ ყოფილა, დისკუსია საწყის ეტაპზეა - Mirror-ი მამარდაშვილზე წერს