ტორპედო, ქუთაისის ტორპედო, კახა ჩხეტიანი
Aa
Aa

გულშემატკივრების სურვილი შესრულდა - ტორპედოს კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. დღეს, 19:00 „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას, ხელი ოფიციალურად მოეწერება.

წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო.

მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.

კახა ჩხეტიანამდე ქუთათურებს გია ცეცაძე წვრთნიდა. ცეცაძის გუნდმა რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ვერ იყო, რის გამოც, გულშემატკივარი მთავარი მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივ ითხოვდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ''ტორპედომ'' 15 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 შეხვედრაში დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. ქუთაისური კლუბი შემდეგ მატჩს 26 მაისს, თამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „გაგრასთან“  გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა
საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა