გრან პრი - ბრინჯაოს მედლები ვაჟთა ნაკრებს
გრანადაში მიმდინარე ტყვიის სროლის გრან პრიზე ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა,რომელშიც ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი შედიან, საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესოდ ჩაატარა - 857 ქულით გაიმარჯვა. მედლისთვის ბრძოლაში ჩვენმა ბიჭებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები 16:6 დაამარცხეს.
გრან პრის ჩემპიონი კი შვედეთი გახდა ,რომლებმაც ფინალში ესპანეთს 16:10 მოუგეს.
შეგახსენებთ,რომ ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში ვერცხლის მედლები ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ და კაკო მოსულიშვილმა მოიპოვეს.