კარიერის ბოლო მატჩი და ცრემლები - ცონგა ჩოგბურთიდან წავიდა
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟო-ვილფრიდ ცონგა საჩოგბურთო კარიერას ასრულებდა. დღეს, საფრანგეთის ღია პირველობაზე ცონგა კასპერ რუდს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 6:7 2:6 6:7 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგმა ჩოგბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა და გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა.
„იმედი მაქვს, მსოფლიო იპოვის ისეთ სიმშვიდეს, როგორიც დღეს მე ვიპოვე. მადლობა „როლან გაროსს“, მადლობა მისტერ ჩოგბურთო. მე შენ მიყვარხარ“
- ამ სიტყვებით გავიდა ცონგა კორტიდან
The curtain comes down ????@CasperRuud98 ends Tsonga's farewell tour with a 6-7(6), 7-6(4), 6-2, 7-6(0) opening round victory.#RolandGarros pic.twitter.com/jOA3HxObxG
— Roland-Garros (@rolandgarros) May 24, 2022
Merci, Jo ????@tsonga7 I #RolandGarros pic.twitter.com/fMQrU40yqp
— Roland-Garros (@rolandgarros) May 24, 2022
ცნობისთვის, ცონგამ კარიერის განმავლობაში 18 ტიტული მოიგო და 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ATP რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია 2012 წლის 27 იანვარს დააფიქსირა, როდესაც ცონგა მე-5 ჩოგანი გახდა.
რაც შეეხება მის ასპარეზობას დიდ სლემებზე, ჟო 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. 2013 და 2015 წელს „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
US OPEN-ზე კი 2011, 2015 და 2016 წლებში მეოთხედფინალში გავიდა და ეს მისი მაქსიმუმი იყო. რაც შეეხება უიმბლდონს, აქ 2011 და 2012 წლებში ნახევარფინალურ სტადიაზე დამარცხდა. ცონგამ კარიერა 37 წლის ასაკში დაასრულა.