გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას

Eldesmarque-ს ინფორმაციით, ''ვალენსია'' მამარდაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომლის მიხედვით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება. ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერება. 

21 წლის ქართველმა მეკარემ საოცარი სეზონი ჩაატარა, ''ღამურების'' სასტარტოში საერთო ჯამში 21 შეხვედრაში მოხვდა, მათგან 9 თამაშში გოლი არ გაუშვია. ''ბარსას'' ექს-მეკარე იასპერ სილესენი სასტარტოდან ''ამოაგდო'' და კლუბმა ნიდერლანდელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მამარდაშვილი ლა ლიგის აღმოჩენად მიიჩნიეს, მის მიმართ დიდი ინტერესია. კონკრეტული კლუბები არ სახელდება, თუმცა ძლიერი ევროპული ჩემპიონატების კლუბები აქტიურად აკვირდებიან.

„მთავარი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ხელშეუხებელი არავინაა. სოლერის წასვლა, რომელიც სელტასთან მატჩის შემდეგ, მესტალიას დაემშვიდობა, მხოლოდ დასაწყისი იქნება. ვალენსიამ ფეხბურთელები უნდა გაყიდოს და თუ წინადადებებს მიიღებს, ახლახან გაფორმებულ ისეთ მოთამაშეებსაც შეელევა, როგორებიც მამარდაშვილი ან უგო დურო არიან. ჩეს ფეხბურთელებს ის გუნდი შეიძენს, რომელიც მათ სანაცვლოდ ყველაზე მეტს გადაიხდის“, - წერს ესპანური გამოცემა.

Marca დასძენს, რომ კლუბის მფლობელ პიტერ ლიმსა და ბორდალასს შორის პირველი შეხვედრა ამ კვირას გაიმართება და მხარეები ბევრ საკითხზე იმსჯელებენ. არაა გამორიცხული, „ვალენსიას“ გადაწყვეტილება დააყოვნოს და კლუბში წარმოქმნილი არეულობა დიდხანს გაგრძელდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ შეთავაზება მიიღეს, მამარდაშვილსაც გაუშვებენ“ – Marca ვალენსიაზე წერს
„თუ შეთავაზება მიიღეს, მამარდაშვილსაც გაუშვებენ“ – Marca ვალენსიაზე წერს