ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' განუთესავია. მისი კოეფიციენტი 3,250-ს შეადგენს, რაც განთესილთა შორის მოხვედრისთვის საკმარისი არაა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია:
ყარაბაღი (აზერბაიჯანი), მალმიო (შვედეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), შერიფი (მოლდოვა), კლუჟი (რუმინეთი), ბოდო/გლიმტი (ნორვეგია), ფერენცვაროში (უნგრეთი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ლინკოლნი (გიბრალტარი), შემროკი (ირლანდია), მარიბორი (სლოვენია) სლოვანი (სლოვაკეთი), ჰიკ (ფინეთი), ნიუ სენტსი (უელსი).
წილისყრა 14 ივნისს გაიმართება და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე გაირკვევა.
შეგახსენებთ, გასული წელი ბათუმის ''დინამოს'' ისტორიაში საუკეთესო იყო, საქართველოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ერთ ევროსეზონში ორი ბარიერი გადალახა, სან მარინოს ''ტრე პენე'' და ბორისოვის ''ბატე'' დაამარცხა, რაც აჭარული გუნდისთვის ისტორიული შედეგია. კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის დაძლევასთან ახლოს იყო, თუმცა დამატებით დროში თურქულ ''სივასპორთან'' დამარცხდა.