""განსაკუთრებულის" ისტორია დაძველდა" - მოურინიო ფეიენოორდთან მატჩის წინ
კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „რომა“ და „ფეიენოორდი“ დაუპირისპირდებიან. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.
მოურინიო:
„სეზონის ბოლო მატჩია და ამ ბრწყინვალე მოგზაურობის დასასრულს ვუახლოვდებით. გასულ კვირას სერია ა-ში ფინალი ვითამაშეთ, რათა ევროპის ლიგის საგზური მოგვეპოვებინა და ეს გამოგვივიდა. ახლა ახალი ისტორიის დაწერის დროა და კონფერენს ლიგა უნდა მოვიგოთ.
დიდი ენთუზიაზმი გვაქვს და ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. კარგი განწყობის გარეშე ასეთი დონის თამაშს ვერ მოიგებ. მხითარიანმა ვარჯიში განაახლა და ეს კარგია. ის მეუბნება, რომ სათამაშოდ მზად არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ჩემთვის ეს პირველი ფინალია.
თუ გავიმარჯვებ, მე გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ყველა ევროპული საკლუბო ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიგებთ. „განსაკუთრებულის“ ისტორია დაძველდა. ეს საინტერესო მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც კარიერას ვიწყებდი. არანაირი მაგიის არ მჯერა. ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ და პირველ რიგში ეს ფეხბურთელების დაუღალავი შრომის შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება ფინალი.. სეზონი მაინც დადებითად შეფასდება.“
ცნობისთვის, „რომას“ ევროტურნირი არასდროს მოუგია და ეს „ჯალოროსის“ ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. მოტივაციის ნაკლებობას არც „ფეიენოორდი“ განიცდის, რადგან ნიდერლანდულმა კლუბმა უკანასკნელად ევრო ტურნირი 20 წლის წინ მოიგო.(უეფა-ს თასის ფინალში „დორტმუნდი“ დაამარცხა).
აღნიშნული დაპირისპირება 25 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.