რეალი, მონაკო
Aa
Aa

თანაგუნდელებს აცნობა - ჩუამენი რეალში მიდის

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი იქნება. ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მის კლუბს გაძლიერება ესაჭიროება და მოსაზრებას გულშემატკივრებიც ეთანხმებიან.

„სამეფო კლუბს“ სპორტულ მედიაში არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად აურელიენ ჩუამენიზე იწერება. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, ჩუამენიმ საკუთარ თანაგუნდელებს მადრიდის „რეალში“ წასვლის შესახებ უკვე ამცნო. მისი ოცნება „ბლანკოსში“ თამაშია. სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონზე მეტი იქნება და მოლაპარაკება მიმდინარეობს. „რეალის“ გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა გადაწყვიტა.

ჩუამენი „მონაკოში“

22 წლის ნახევარმცველი „მონაკოს“ 2020 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩუამენიმ „მონაკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი რეალში? - აგენტს ახალი იდეები აქვს და პერესისგან პასუხს ელოდება
ლევანდოვსკი რეალში? - აგენტს ახალი იდეები აქვს და პერესისგან პასუხს ელოდება