რობერტ ლევანდოვსკი, სადიო მანე, საშა კალაიჯიჩი
Aa
Aa

ბაიერნი ორ ფორვარდს უმიზნებს - ლევანდოვსკის მანე შეცვლის?

Sky Sport De-ს ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის ''ბაიერნი'' რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას დათანხმდება, თუ ''შტუტგარტიდან'' ავსტრიელ საშა კალაიჯიჩსა და ''ლივერპულიდან'' სადიო მანეს გადაიბირებს. თუ მანეს ტრანსფერი არ შედგება, გერმანული კლუბი სხვა ფორვარდზე გადაერთვება, თუმცა ლევანდოვსკის წასვლის შემთხვევაში ''ბაიერნი'' მინიმუმ ორი ფორვარდის დამატებას უმიზნებს. იდეალურ ვარიანტში, ეს მოთამაშეები საშა კალაიჯიჩი და სადიო მანე იქნებიან.

რობერტ ლევანდოვსკის კატალონიის ''ბარსელონასთან'' სამწლიან კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული აქვს. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, თუმცა ფლორიან პლეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, პოლონელის გაყიდვამდე მიუნხენურ გრანდს წინაპირობები სჭირდება, რაც ზემოთხსენებულ ორ ფორვარდს უკავშირდება.

სადიო მანეს ''ლივერპულთან'' კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 50 მატჩში 23 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება 24 წლის ავსტრიელ ფორვარდს, საშა კალაიჯიჩს, მან ბუნდესლიგის გასული სეზონის 15 მატჩში 6 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მას ''შტუტგარტთან'' კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ შეთავაზება მიიღეს, მამარდაშვილსაც გაუშვებენ“ – Marca ვალენსიაზე წერს
„თუ შეთავაზება მიიღეს, მამარდაშვილსაც გაუშვებენ“ – Marca ვალენსიაზე წერს