„ამ გუნდს წარმატების მიღწევა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია“ - ლევან კობიაშვილი
2 ივნისიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის გათამაშებაში ჩაერთვება. ქართველი ფეხბურთელები 10 დღის განმავლობაში 4 შეხვედრას გამართავენ.
ჩვენი გუნდი 2 ივნისს „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება, 6 ივნისს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს, ასევე სტუმრად ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან ითამაშებს, ზაფხულის ბოლო მატჩს კი 12 ივნისს, კვლავ „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.