ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი, კახი კახიაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ძალოსნობის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ალბანეთის დედაქალაქი ტირანა ძალოსნობის მე-100 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობა 28 მაისი - 5 ივნისი გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 10 სპორტსმენით წარდგება. თუ რამე არ შეიცვალა მწვრთნელების გადაწყვეტილებით ტირანაში ლაშა ტალახაძე , ბაქარი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე, ირაკლი ჩხეიძე, რევაზ დავითაძე, კახი ასანიძე, გოგა ჩხეიძე , შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე და რამინი შამილიშვილი იასპარეზებენ.

ასევე 4 ძალოსანი სარეზერვო განაცხადშია. ესენი არიან : ზაზა ლომთაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, ნათია გადელია და ანასტასია გოტფრიდი.

შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა აპრილში განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ მას ნაკრებში არ იძახებდნენ. მაშინვე Crystalsport.ge აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდა და კომენტარი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს ჩამოართვა.

„გუნდის ჩამოყალიბება არის მწვრთნელის პრეროგატივა, რომელიც არის ვალდებული და პასუხისმგებელი. ეს ითვალისწინებს ყველა ვითარებას, მათ შორის დოპინგ-ტესტების ჩაბარებას, სისუფთავეს და ა. შ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, ამაზეა აწყობილი მთელი ფედერაცია. ჩვენი შედეგებიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ დისციპლინა არის უმაღლეს დონეზე. სწორედ ეს არის პრობლემა, გუნდის არცერთ წევრს არ უნდა დისციპლინის დარღვევა. ამ საკითხზე კიდევ მიდის მსჯელობა და უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილებასაც გამოვაცხადებთ. დოპინგ-თემები ჩვენთვის არის ძალიან საფრთხილო. ახლა რომ ჩააბაროს, შეიძლება სუფთა იყოს, მაგრამ 1-2 თვის შემდეგ განმეორებით ტესტებზე შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს, რაც ჩვენი გუნდისთვის კატასტროფა იქნება“, - განაცხადა კახი კახიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

გასული ევროპის ჩემპიონატი რუსეთში გაიმართა სადაც ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ და ანტონ პლესნოიმ მოიპოვეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინელმა სპორტსმენმა საქართველოს ჰიმნი მოსკოვში 9 აპრილს ააჟღერა. ვერცხლის მედლებს კი რევაზ დავითაძემ და შოთა მიშველიძემ დაისაკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ტალახაძე 2021 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
ლაშა ტალახაძე 2021 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა