მამარდაშვილის აღიარება - გიორგი ჰოლანდის, ვინისიუსის და სხვა ვარსკვლავების გვერდით
ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა 2021-22 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა, რომელშიც ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე საუკეთესო 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებია დასახელებული. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სასიხარულო ის ფაქტია, რომ მეკარის პოზიციას „ვალენსიას“ ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
„მამარდა“ თანამედროვე ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავების გვერდით იმყოფება, როგორებიც ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, ფლორიან ვირცი, ჯიუდ ბელინგემი, ალფონსო დევისი, იოსკო გვარდიოლი, პიერ კალულუ და ვილიამ სალიბა არიან.
???? | U21 Team of the Season
— SofaScore (@SofaScoreINT) May 24, 2022
Here's our highest-rated XI among the players aged 21 or younger from the top 5 leagues in 2021/22! ????
Players from all five divisions are featured, as Erling Haaland stands out among a host of talented yougsters as our U21 Player of the Season. ???????? pic.twitter.com/EStsIDJHX2
შეგახსენებთ, რომ დღეს, „მამარდას“ წარმატებული ასპარეზობა Marca-მაც დაუფასა. ესპანურმა გამოცემამ გიორგი ლა ლიგის გასული სეზონის მთავარი აღმოჩენებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მის გარდა ალექს მორენო (ბეტისი), რეინილდუ (ატლეტიკო), დავიდ გარსია (ოსასუნა), ალვარო გარსია (რაიო ვალეკანო), კამავინგა (რეალი), გავი (ბარსელონა), პეპელუ (ლევანტე), უნალი (ხეტაფე), ნიკო უილიამსი (ბილბაო) და პერე მილია (ელჩე) გამოარჩია.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.