ჰამბურგი მეორე ბუნდესლიგაში დარჩა - ჩაკვეტაძეს არ უთამაშია
გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ პირველ ბუნდესლიგაში გადმოსასველი საპლეიოფო შეხვედრის საპასუხო მატჩი ბერლინის „ჰერტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართა და ფაქტობრივად უშანსოდ, 0:2 დამარცხდა.
„ჰამბურგმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი ფეხბურთელის კლუბს კვლავ მეორე ბუნდესლიგაში მოუწევს თამაში.
გიორგი ჩაკვეტაძეს გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ბერლინელებმა ანგარიში მე-4 წუთზე დავიდ ბოიატამ გახსნა, 63-ე წუთზე კი პლატენჰარდტმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
ცნობისთვის, „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის იჯარა მიმდინარე ზაფხულში სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 წლის ფეხბურთელს კვლავ ბელგიურ „გენტში“ დაბრუნება მოუწევს.