საქველმოქმედო მატჩი - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
მსოფლიო ფეხბურთის სამყარო უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გაერთიანდა. ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი ერთმანეთს მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე დაუპირისპირდნენ, მიზანი კი თავიდან ბოლომდე ქველმოქმედებას ემსახურებოდა.
გუშინდელ მატჩში მოედანზე ისეთი ფეხბურთელები მოგვევლინნენ, როგორებიც არიან ტოტი, ზეედორფი, პირლო, კლუივერტი, შევჩენკო და სხვები. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს ზურგს მოქმედი ფეხბურთელებიც უმაგრებდნენ, მაგალითად: დიბალა, კიმპემბე და სხვ.
გუნდების სახელებიც სიმბოლურად შეირჩა: United Icons და Inclusion Icons. რაც შეეხება შეხვედრას, ის ორი 35-წუთიანი ტაიმით ჩატარდა და Inclusion Icons-ის გამარჯვებით დასრულდა. როგორც ზემოთ გითხარით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც საქველმოქმედო მატჩში იღებდა მონაწილეობას უკრაინული ფეხბურთის და „მილანის“ ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო იყო. 45 წლის ვეტერანი Inclusion Icon-ის შემადგენლობაში მოგვევლინა და გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.
გუნდების შემადგენლობები ასეთი იყო:
Inclusion Icon: ონანა, ძანეტი, გამა, მატერაცი, კანდელა, ზეედორფი, კამბიასო, დეკუ, ეტო’ო, მატრი, შევჩენკო.
სათადარიგოები: დიდა, ძაკარდო, ალბორგეტი, ბონანსე, ბობანი, ბარონიო, ბრუსტია, იაკინტა, ნჯოია, ფადიგა, ჯილარდინო.
United Icons: ჟულიო სეზარი, მაიკონი, კიმპემბე, ტურამი, ბერგამასკი, სნეიდერი, პირლო, ტოტი, დიბალა, ინძაგი, კლუივერტი.
სათადარიგოები: ფრეი, კოჩეტა, გალანტე, კივუ, სერჟინიო, ამბროსინი, კასტანავიზი, ლამუჩი, ჯორკაეფი, ტომასი, კეჰილი, პაცინი, მბომა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრაში რამდენიმე ქალი ფეხბურტელიც იღებდა მონაწილეობას, მაგალითად სარა გამა, რომელიც იტალიის ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლება.
რაც შეეხება მწვრთნელებს, Inclusion Icons-ს ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო თავკაცობდა, United Icons-ის მწვრთნელი კი ვინჩენცო მონტელა იყო.
როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა Inclusion Icons-ის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა, გოლები კი კლარენს ზეედორფმა (დუბლი), ალესანდრო მატრიმ, ალბერტო ჯილარდინომ, ფილიპო ინძაგიმ და სამუელ ეტო’ომ გაიტანეს.
UNITED ICONS 2:4 INCLUSION ICONS
თამაშიდან შემოსული შემოსული თანხა მთლიანად გადაირციცხება იმ ადამიანების დასახმარებლად შექმნილ ფონდში, რომლებსაც უკრაინაში დაწყებული ომის გამო ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწიათ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელი ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ოა.