გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სილესენი ვალენსიას აუცილებლად დატოვებს - ღამურების რჩეული მამარდაშვილია

ესპანური გამოცემები, Marca და Fichajes.net-ი „ვალენსიას“ სატრანსფერო პოლიტიკაზე წერენ და ასახელებენ ფეხბურთელს, რომელიც ზაფხულში „ღამურების“ რიგებს აუცილებლად დატოვებს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ეს მოთამაშე გიორგი მამარდაშვილის უშუალო კონკურენტი, იასპერ სილესენი გახლავთ.

„შემოსავლიანი ტრანსფერი არ იქნება და უნდა ვნახოთ, ვალენსია მის სანაცვლოდ რამდენს მიიღებს, მაგრამ ზაფხულში სილესენის წასვლა აუცილებელია, რათა ღამურებმა ახალი ფეხბურთელების დასამატებლად საჭირო თანხა გამოათავისუფლონ. სილესენი არის მოთამაშე, რომელიც ვალენსიას ყოველწლიურად 13 მილიონ ევროზე მეტი უჯდება და მისი შენარჩუნება კლუბისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო ორ ზაფხულში ვალენსია მის გაყიდვას სწორედ ამიტომ ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა, მას შემცვლელიც ჰყავს და ჩე ფსონს გიორგი მამარდაშვილზე ჩამოვა, რომელსაც ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. სავარაუდოდ, ხელშეკრულების გახანგრძლივება მომდევნო კვირებში მოხდება.“, - წერს Marca.

„სილესენს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ვალენსიას ხელმძღვანელები მის გასაყიდად ყველაფერს გააკეთებენ. ნიდერლანდელის გასხვისება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რაც ჩეს ახალი ფეხბურთელების დამატების საშუალებას მისცემს. ვალენსიაში გადასვლის შემდეგ, იასპერმა ბევრი ტრავმა მიიღო და კლუბმა ძირითადი მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი გამოსცადა - გოლკიპერი, რომელმაც ადგილობრივი და უცხოელი ქომაგები გააოცა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ გაისად ნომერ პირველი მეკარე მამარდაშვილი იქნება და ნიდერლანდელის გაშვება მშვენიერი იდეაა“, - წერს Fichajes.net-ი.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამავინგა, გავი, მამარდა და სხვები - Marca-მ ქართველი მეკარე გამოარჩია
კამავინგა, გავი, მამარდა და სხვები - Marca-მ ქართველი მეკარე გამოარჩია