კამავინგა, გავი, მამარდა და სხვები - Marca-მ ქართველი მეკარე გამოარჩია
ავტორიტეტულმა Marca-მ ლა ლიგის 2021-22 წლების სეზონი შეაფასა და სიმბოლური ნაკრებები შემოგვთავაზა. ესპანურმა გამოცემამ ფეხბურთელები რამდენიმე კატეგორიაში გამოარჩია და ერთ-ერთში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
Marca-მ „მამარდა“ სეზონის მთავარი აღმოჩენებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მის გარდა ალექს მორენო (ბეტისი), რეინილდუ (ატლეტიკო), დავიდ გარსია (ოსასუნა), ალვარო გარსია (რაიო ვალეკანო), კამავინგა (რეალი), გავი (ბარსელონა), პეპელუ (ლევანტე), უნალი (ხეტაფე), ნიკო უილიამსი (ბილბაო) და პერე მილია (ელჩე) გამოარჩია.
გეტყვით იმასაც, რომ Marca-მ „ოქროსა“ და „ვერცხლის“ თერთმეტეულები შემოგვთავაზა და ის 11 ფეხბურთელიც დაასახელა, რომლებმაც გულშემატკივრებს იმედები ყველაზე მეტად გაუცრუეს.
ოქროს სიმბოლური ნაკრები: ბონო (სევილია), ალაბა (რეალი), დიეგო კარლოსი (სევილია), არაუხო (ბარსელონა), კარასკო (ატლეტიკო), მოდრიჩი (რეალი), პედრი (ბარსელონა), ფეკირი (ბეტისი), ვინისიუსი (რეალი), დე ტომასი (ესპანიოლი), ბენზემა (რეალი).
ვერცხლის სიმბოლური ნაკრები: კურტუა (რეალი), ფრანსისკო გარსია (რაიო ვალეკანო), დავიდ გარსია (ოსასუნა), მილიტაო (რეალი), კუნდე (სევილია), სოლერი (ვალენსია) მერინო (სოსიედადი), კანალესი (ბეტისი), დანჯუმა (ვილიარეალი), უნალი (ხეტაფე) ასპასი (სელტა).
სეზონის მთავარი იმედგაცრუებები: კასილია (ელჩე), აუგუსტინსონი (სევილია), ერიკ გარსია (ბარსელონა), ვასი (ატლეტიკო), პასტორე (ელჩე), ფლორენტინო (ხეტაფე), ემბარბა (ესპანიოლი), ვიტოლო (ხეტაფე), მარსიალი (სევილია), მარკოს ანდრე (ვალენსია), გრიზმანი (ატლეტიკო).