მაიამი ჰიტი, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

ბოსტონის დომინაცია მეოთხე შეხვედრაში - სერიაში ანგარიში თანაბარია

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ბოსტონ სელტიქსმა“ წონასწორობა აღადგინა. საკუთარ კედლებში წაგებული მატჩის შემდეგ, „კელტებისთვის“ ფეხის კიდევ ერთხელ დაცდენა ფიასკოს ტოლფასი იყო და მასპინძლები ორმაგად მოტივირებული იყვნენ. საბოლოოდ, იმე უდოკას გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და „მაიამი ჰიტი“ 102:82 გაანადგურა.

„ბოსტონმა“ დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. „კელტებმა“ საწყისი მეოთხედი 18 ქულით მოიგებს, დიდ შესვენებაზე კი 24-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმი შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა „მაიამიმ“ მეტოქესთან მიახლოება ვერ მოახერხა და უშანსოდ დამარცხდა.

„ბოსტონის“ რიგებში ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა - 31 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. პეიტონ პრიჩარდს 14 ქულა ჰქონდა. დერიკ უაითმა 13 ქულა გააკეთა, ჯეილენ ბრაუნმა და რობერტ უილიამსმა კი 12-12 ქულა დააგროვეს. საშინლად იასპარეზეს „მაიამის“ ძირითადი ხუთეულის კალათბურთელებმა. მათ 36-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდეს და ჯამში 18 ქულა დააგროვეს, რაც NBA-ისა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგია. „ჰიტის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 23 ქულა ვიქტორ ოლადიპომ გააკეთა, დანკან რობინსონსა და კეილებ მარტინს 14 და 12 ქულა ჰქონდათ.

ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია - 2:2 და მომდევნო შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება. მატჩი 26 მაისსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება 0:2-დან - ბასილაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება როლან გაროსზე
დაბრუნება 0:2-დან - ბასილაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება როლან გაროსზე