მილანი მხოლოდ ქალაქი არაა, მილანი იტალიაა! - ზლატანის სიტყვა გასახდელში
11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ მატჩში „როსონერიმ“ სტუმრად „სასუოლო“ 0:3 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრამეტედ იზეიმა.
ტრიუმფის შემდეგ ფეხბურთელებს გასახდელში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ემოციურად მიმართა და თანაგუნდელებს მთელი სეზონის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
რა თქვა ზლატანმა გასახდელში:
პირველივე დღიდან, როდესაც კლუბში მოვედი, ჩვენი ძალიან ცოტას სჯეროდა, მაგრამ როდესაც გავიაზრეთ, რომ გვჭირდებოდა მსხვერპლი, დიდი შრომა და ერთად მუშაობა, ერთიანი ჯგუფი გავხდით. როდესაც ასეთი ასეთი გუნდურობა არსებობს, სწორედ მაშინ შეგიძლია მიაღწიო დასახულ მიზანს. ახლა ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ. პირველ რიგში მინდა ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მთელი გუნდის სახელით მადლობა პაოლოს (მალდინი), რიკის (მასარა) და ივანს (გაზიდისი). ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ერთიანი გუნდი ვიყავით. სეზონის დაწყების დღიდან ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ამ პრინციპებით უფრო ძლიერები გავხდით, რის გამოც თითოეული თქვენთაგანით ვამაყობ. ახლა კი იზეიმეთ ისე, როგორც ჩემპიონებს შეეფერებათ, იმიტომ რომ მილანი მხოლოდ ქალაქი მილანი არ არის, „მილანი“ იტალიაა!
იბრაჰიმოვიჩის მიმართვის ვიდეოს მილანის პრესსამსახური ავრცელებს: