„რეალისთვის უარი არ მითქვამს“ - კილიან მბაპე
პსჟ-ის ფეხბურთელმა კილიან მბაპემ და კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენლებთან ახალ კონტრაქტზე ისაუბრეს, რომელიც კლუბს და ფეხბურთელს შორის 2025 წლამდე გაფორმდა.
კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზულ გუნდთან კონტრაქტი ახალი სპორტული პროექტის გამო გააფორმა.
რა თქვა მბაპემ:
კონკრეტული მოლაპარაკება არავისთან მქონია, ასე არასდროს ვმუშაობ. დრო იწურებოდა, თუმცა შეთანხმება არ ყოფილა.
მესმის იმ იმედგაცრუების, რომელიც „რეალის“ ქომაგებში არსებობს. მოხარული ვარ მათი დაინტერესებით. ყველა მადრიდელს სურდა ჩემი „რეალში“ ხილვა და მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც მათ მომცეს.
მე არ მითქვამს უარი მადრიდის „რეალზე“. მე ვუთხარი დიახ საფრანგეთს და პსჟ-ს ახალ პროექტს. ეს იყო ჩემი სამშობლოს და დედაქალაქის მოწოდება. უფასოდ წასვლა ნამდვილად ნაადრევი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის პირობების მიხედვით, მბაპე ანაზღაურების სახით წლიურად 57 მილიონამდე ევროს მიიღებს. ამასთან, ერთგულების სახით, 23 წლის ფეხბურთელს კლუბისგან 100 მილიონი გირვანქა-სტერლინგი ჩაერიცხება.