პსჟ, ლიგა 1, ნასერ ალ ხელაიფი, კილიან მბაპე
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: მბაპესთვის ფული მთავარი არ არის

პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ლა ლიგის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პსჟ-ში კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი უეფა-ში გაასაჩივრა.

რას ამბობს ალ-ხელაიფი:

იქნებ ხავიერ ტებას ის აწუხებს, რომ ლიგა 1 ლა ლიგაზე მეტად ძლიერდება? ლა ლიგა აღარ არის ისეთი, როგორიც 3-4 წლის წინ იყო. მოსწონთ თუ არა, მბაპე ჩვენთანაა, ის კლუბში დარჩა, დანარჩენი კი არ მაინტერესებს.

კილიანისთვის ფული არ არის მთავარი. ესპანეთში არის კლუბი, რომელსაც ჩვენზე მეტის გადახდაც შეუძლია. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მბაპესთვის მთავარი სპორტული პროექტი იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის პირობების მიხედვით, მბაპე ანაზღაურების სახით წლიურად 50 მილიონამდე ევროს მიიღებს. ამასთან, ერთგულების სახით, 23 წლის ფეხბურთელს კლუბისგან 100 მილიონი გირვანქა-სტერლინგი ჩაერიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეურაცხყოფილები არიან - მბაპესთვის რეალის კარი სამუდამოდ დაიხურა
შეურაცხყოფილები არიან - მბაპესთვის რეალის კარი სამუდამოდ დაიხურა