რაგბი, 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

7-ქალა ნაკრებმა საფრანგეთის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს 7-ქალა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, გერმანიის და ფიჯის 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებები, ოქსფორდის უნივერსიტეტი და სხვა ფრანგული კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.

ქართველმა ქალმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება მოიპოვეს, აქედან 1 საპლეიოფო ეტაპზე და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ხუთშაბათს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტურში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის მორიგ მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, თუ სად იქნება საქართველოს ნაკრების ბაზა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე
ცნობილია, თუ სად იქნება საქართველოს ნაკრების ბაზა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე