პრემიერ ლიგა, მანჩესტერ სიტი, ოლეკსანდრ ზინჩენკო
Aa
Aa

ზინჩენკო: ერთ დღეს ამ თასს უკრაინაში ჩავიტან

ინგლისის პრემიერ ლიგაში, „მანჩესტერ სიტის“ გაჩემპიონების შემდეგ, კლუბის უკრაინელმა ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ Sky Sports-თან ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებზე და თავის სამშობლოზე ისაუბრა.

„წარმოუდგენელი ემოციებია როგორც ჩემთვის, ისე ყველა უკრაინელისთვის, რომელიც ახლა თავის ქვეყანაში შიმშილობს და გადარჩენისთვის იბრძვის. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და მსურს, რომ ერთ დღეს ეს თასი უკრაინაშიც ჩავიტანო უკრაინელი ხალხისთვის, ისინი ამას იმსახურებენ.

ჩემთვის კლუბის და ფეხბურთელების მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, გულწრფელად გეუბნებით. მინდა ამ ხალხისთვის მოვკვდე. ნამდვილად ვაფასებ იმას, რაც ამ ყველა ადამიანმა გაიღო ჩემთვის ცხოვრების ასეთ რთულ პერიოდში. ამას არასდროს დავივიწყებ.

სიმართლე გითხრათ, ომის დაწყების დღიდან ფეხბურთზე თითქმის არ მიფიქრია. რთულია ასეთ დროს ფეხბურთის თამაში, შეუძლებელია ვიცხოვრო და ვერ ვიფიქრო იმ ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. თუმცა, მთელი ამ მხარდაჭერის წყალობით მაინც მოვახდინე საქმეზე კონცენტრირება და შედეგიც სახეზეა.

ძალიან მიყვარს აქაურობა, იმედია წინსვლას გავაგრძელებთ. ეს კლუბი ყველაფერს იმსახურებს“, - განაცხადა ზინჩენკომ.

შეგახსენეთ, რომ პრემიერ ლიგის 38-ე ტურში, სადაც ჩემპიონის ბედი „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის წყდებოდა, პეპ გუარდიოლას გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონობა მერვედ იზეიმა.

მანჩესტერ სიტი 3:2 ასტონ ვილა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი ასტონ ვილასთან ქამბექზე: რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს
პეპი ასტონ ვილასთან ქამბექზე: რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს