ქომაგებს შუა თითი უჩვენა - კავანი მანჩესტერს ცუდად დაემშვიდობა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს დაუპირისპირდა. ინციდენტი „კრისტალ პალასთან“ გამართული მატჩის შემდეგ მოხდა, როცა ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბის ავტობუსისკენ მიემართებოდა.
„არწივებთან“ წაგების შემდეგ, „მანჩესტერის“ გულშემატკივრები კავანის დაცინვითა და საყვედურებით შეეგებნენ, რის გამოც 35 წლის ფეხბურთელმა მათ შუა თითი უჩვენა, ავტობუსში ასვლის შემდეგ კი, ქომაგებისკენ შემოტრიალდა და ქმედება გაიმეორა.
Cavani showing middle finger to a Man Utd Fan ! Man had never misbehaved any fans in his 17 years of career before this incident.
— Messí ™ ???????? (@SemperFiMessi) May 22, 2022
pic.twitter.com/LIRkyNAsPk
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „წითელი ეშმაკების“ დროებითმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ „კრისტალ პალასთან“ მატჩი კავანისთვის „იუნაიტედის“ მაისურით ჩატარებული ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ურუგვაელს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
ცნობისთვის, „მანჩესტერმა“ 2021-22 წლების პრემიერ ლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. „წითელმა ეშმაკებმა“ 58 ქულა დააგროვეს, მეოთხეადგილოსან „ტოტენჰემს“ 13 ქულით ჩამორჩნენ და „ვესტ ჰემს“ მხოლოდ ორი ქულით გაუსწრეს.