ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„ჩვენს რთულ ჩემპიონატს უნდა შეეგუოს" - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლედ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის გუნდმა სეზონი დადებით ნოტაზე დაასრულა და სპალეტი „პარტენოპეის“ სამომავლო გეგმებს შეეხო.

„ნაპოლიმ ტექნიკური სტილი არ უნდა დაკარგოს. განსხვავებას სწორედ ეს ქმნის. თამაშები უნდა მოვიგოთ და გენიოსები და ილუზიონისტები შევინარჩუნოთ, რომლებიც ყველა გუნდში არიან საჭირო. ინსინიე ერთ-ერთი მათგანია და ჩვენი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელიაც ამ უნარების მქონე მოთამაშეა. იგი უნდა შეეგუოს ისეთ რთულ ჩემპიონატს, როგორიც ჩვენ გვაქვს და გუნდს, რომელიც ჩვენ გვყავს. ყველანი ვნახავთ შეძლებს თუ არა იგი განსხვავებულ ფეხბურთთან ადაპტაციას“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, „უდინეზეს“ სკაუტების მენეჯერმა და „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეა კარნევალემ „კვარას“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ვიცი თუ არა რამე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ? დიახ, მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, სარეაბილიტაციო პერიოდმა კარგად ჩაიარა და იგი იმ დონეს დაუბრუნდა, რომელზეც ორი წლის წინ იყო. ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია და ლორენცო ინსინიეს პოზიციაზე მოქმედებს.“

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კაკას სტილში მორიგი შედევრი შექმნა'' - ნეაპოლური მედია ხვიჩაზე
''კაკას სტილში მორიგი შედევრი შექმნა'' - ნეაპოლური მედია ხვიჩაზე