ლივერპული, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგა
Aa
Aa

„უმჯობესი იქნებოდა მან. სიტის პირველი 10 წუთი 5:0 მოეგო“ - იურგენ კლოპი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, „ვულვზთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრა შეაფასა და „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობაზეც ისაუბრა.

რა თქვა კლოპმა:

ვულოცავ „მანჩესტერ სიტის“ და პეპ გუარდიოლას ჩემპიონობას. მადლობა „ასტონ ვილას“ და „ვულვზს“ ამ ბრძოლისთვის.

ბუნებრივია, ეს არ არის ის შედეგი, რაც გვინდოდა. ეს იყო ატრაქციონი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა პარალელურ მატჩში. ვიცოდი, რომ „ასტონ ვილა“ 1:0-ს იგებდა, შემდეგ 2:0. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა დიდი იმედგაცრუება იყო. უმჯობესი იქნებოდა „მანჩესტერ სიტის“ პირველი ათი წუთი 5:0 მოეგო, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ნამდვილად არ იყო საუკეთესო, მაგრაც არც ცუდი ყოფილა. 92 ქულა ნამდვილად საოცარი შედეგია. მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. არაუშავს, ყველაფერი კარგადაა.

მე ისევ მეორე ვარ - ასეა მთელი ჩემი ცხოვრება. დღემდე, გერმანელ მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგს ვფლობ, რომელმაც ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს ჩემპიონობაშიც უნდა გვეხმარებოდეს. ამ ეტაპზე ეს ვერ შევძელით.

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ბოლო წამამდე გაუწიეს კონკურენცია, რაც მისასალმებელია.

ასეთი ეპიზოდები უფრო გვაძლიერებს. სამომავლოდ კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ვეცდებით კიდევ ერთხელ მივაღწიოთ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში, სადაც ჩემპიონის ბედრი „სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის წყდებოდა, მანჩესტერელებმა 3:2 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთამდე გუარდიოლას გუნდი 0:2 მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს და ტურნირის ჩემპიონობაც იზეიმეს. პარალელულ მატჩში კი „ლივერპულმა“ „ვულვზი“ 3:1 დაამარცხა, თუმცა სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩა.

ლივერპული 3:1 ვულვზი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი ქამბექი, ატირებული გუარდიოლა და სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივარი - მან. სიტი ინგლისის ჩემპიონია
საოცარი ქამბექი, ატირებული გუარდიოლა და სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივარი - მან. სიტი ინგლისის ჩემპიონია