პრემიერ ლიგა, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი ასტონ ვილასთან ქამბექზე: რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ „ასტონ ვილასთან“ მატჩი შეაფასა და ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.

რა თქვა პეპმა:

ბოლო თამაშები ყოველთვის გამორჩეულია და დიდი ემოციებით არის სავსე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასწორზე ჩემპიონობის ბედი დევს. დღეს ასტონ ვილამ ყველაფერი გასცა, მაგრამ ჩვენმა პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა და დიდი მუხტი მოგვცა.

ჩვენ ვართ ლეგენდები. როდესაც ფეხბურთელები 5 წელიწადში 4-ჯერ გახდებიან ჩემპიონები, მაშინ ისინი განსაკუთრებულები არიან. ჩვენ დაგვიმახსოვრებენ.

საკუთარ მოედანზე გამარჯვება, ფანების თვალწინ წარმოუდგენლად განსაკუთრებული გრძნობაა. როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, მაშინვე გაჩნდა გრძობა, რომ მესამე გოლსაც გავიტანდით.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ წარმატების მიღწევა ისეთ გუნდთან კონკურენციისას, როგორიც ლივერპულია. გამოგიტყდებით, ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ შემხვედრია ლივერპულის მსგავსი გუნდი. მინდა მივულოცო მათ და ამავდროულად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყოველკვირეულად გვაძლიერებდნენ.

მადრიდის „რეალს“ დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს. არც მაშინდელ, „რეალის“ ქამბექს აქვს ახსნა და არც დღევანდელს. ეს არის იმპულსი. ძალიან სასიამოვნოა ამის განცხდა. იმედი მაქვს, რომ ეს გრძნობა სამომავლოდ უფრო გაგვაძლიერებს.

დღეს, ხვალ და კიდევ რამდენიმე კვირა არ მექნება მომავალ სეზონზე ფიქრის ენერგია. ჩვენ ჩემპიონები ვართ და ამით უნდა დავტკბეთ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში, სადაც ჩემპიონის ბედრი „სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის წყდებოდა, მანჩესტერელებმა 3:2 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთამდე გუარდიოლას გუნდი 0:2 მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს და ტურნირის ჩემპიონობაც იზეიმეს. პარალელულ მატჩში კი „ლივერპულმა“ „ვულვზი“ 3:1 დაამარცხა, თუმცა სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩა.

მანჩესტერ სიტი 3:2 ასტონ ვილა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11-წლიანი პაუზის შემდეგ - მილანი იტალიის ჩემპიონია
11-წლიანი პაუზის შემდეგ - მილანი იტალიის ჩემპიონია