მილანი, ინტერი, სერია ა
Aa
Aa

11-წლიანი პაუზის შემდეგ - მილანი იტალიის ჩემპიონია

11 წლის შემდეგ პირველად, „მილანი“ იტალიის ჩემპიონია. სერია A-ს ბოლო ტურში „როსონერი“ უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებდა და ჩემპიონობის მოსაპოვებლად მინიმუმ ერთი ქულის აღებაც ჰყოფნიდა.

სტეფანო პიოლის გუნდი, „სასუოლოსთან“ სტუმრად ერთი შეხედვით სტრესულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა „მილანმა“ მატჩის და ამასთან ჩემპიონის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. „როსონერიმ“ როგორც პირველი ტაიმი, ისე მეორე ნახევარიც დამაჯერებლად, აბსოლუტური დომინაციით ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულსაც დამსახურებულად დაეუფლა.

ანგარიში მე-17 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, 32-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ზუსტად 4 წუთში კესიმ „სასუოლოს“ კარში მესამე გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ გუნდს ჩემპიონობაც გაუნაღდა. საგულისხმოა, რომ სამივე გოლის შემთხვევაში საგოლე გადაცემა რაფაელ ლეაომ შეასრულა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა.

სასუოლო 0:3 მილანი

რაც შეეხება „ინტერის“ შეხვედრას, „ნერაძურის“ გასაჩემპიონებლად მხოლოდ „მილანის“ მარცხი აძლევდა ხელს, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდმა თავისი შეხვედრის მოგება მაინც შეძლო. კოერას დუბლით და პერიშიჩის გოლით „ინტერმა“ სამპდორია მარტივად, 3:0 დაამარცხა და საბოლოოდ, სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„მილანმა“ ტურნირი 86 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, „ინტერი“ კი 84 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა. „როსონერიმ“ იტალიის ჩემპიონობა საერთო ჯამში მეცხრამეტედ იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: 2022 წელს ბევრი კარგი რამ გველოდება, მალე შევხვდებით!
მესი: 2022 წელს ბევრი კარგი რამ გველოდება, მალე შევხვდებით!