რუდიგერი: ზეწოლა? ნამდვილი ზეწოლა არის ის, როცა არ იცი ხვალ რა ჭამო
ანტონიო რუდიგერმა განმარტა, რატომ არ გრძნობს ზეწოლას ფეხბურთის თამაშისას.
„საიდანაც მე მოვდივარ, ზეწოლა ფეხბურთზე არ არის დამოკიდებული. ზეწოლა არის, როცა არ იცი ხვალ რას ჭამ.
ყოველ ჯერზე, როცა მატჩის წინ ოდნავ ზეწოლას მაინც ვგრძნობ, მახსენდება კონკრეტული მოგონება და მაშინვე თავს მშვიდად ვგრძნობ.
როდესაც სამოქალაქო ომის შემდეგ მშობლებთან ერთად პირველად ჩავედი სიერა ლეონეში (რიუდიგერი დაიბადა ბერლინში, დედამისი სიერა ლეონედან არის), აეროპორტიდან ტაქსით მივდიოდით და საცობში მოვყევით. ჩვენ ვიჯექით უძრავად, მე კი ფანჯრიდან ვუყურებდი ამ სიღარიბეს და შიმშილს. ყველა ეს კაცი და ქალი აეროპორტიდან მომავალი ადამიანებისთვის გზის პირას ხილს ყიდდა, წყალს, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს.
სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რატომ არ უწოდებდნენ ჩემი მშობლები ბერლინში ჩვენს საცხოვრებელ უბანს გეტოს. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს სამოთხე იყო დედამიწაზე. მხოლოდ მანამ, სანამ სიერა ლეონეში წავედი, საბოლოოდ მივხვდი თუ რას გულისხმობდნენ ისინი. იმიტომ, რომ პურის გამყიდველი ბიჭი მოვიდა ჩვენს მანქანასთან და ისეთი სასოწარკვეთილი ჩანდა. ჩვენ ვუთხარით: „არა, არა, არ გვჭირდება“.
შემდეგ ჩვენს მანქანასთან მოვიდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც პურს ყიდდა და კიდევ უფრო ცდილობდა მის გაყიდვას. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად სუფთა იყო მისი პური. „არა არა. მადლობა". შემდეგ ჩვენს მანქანასთან მოვიდა მესამე ბიჭი, რომელიც ასევე პურს ყიდდა და ძალიან აჟიტირებული იყო. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჰქონდა ქალაქში საუკეთესო პური და გვითხრა: „გთხოვთ, იყიდეთ ჩემგან პური".
ამაზე ვფიქრობ, როცა ფეხბურთის გამო რაიმე სახის ზეწოლას ვგრძნობ. რადგან სიმართლე ისაა, რომ სამივე ბიჭი ყიდდა ერთი და იგივე პურს, ერთი საცხობიდან, იმავე მანქანებში. ერთ-ერთი მათგანის ოჯახში მაგიდაზე საჭმელი იყო. დანარჩენი ორის ოჯახში შეიძლება არა.
აქ არის რეალური ზეწოლა. აქ არის რეალური ცხოვრება.
ასე რომ, მართალი გითხრათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე (მანჩესტერ სიტისთან) ბავშვივით მეძინა და როცა გავიღვიძე თავი დაუმარცხებლად ვიგრძენი",
- წერს ჩელსის მცველი სოციალურ ქსელში.