პარაფარიკაობა - საქართველოს ოქროს მედალი მსოფლიო თასზე
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდში გამართულ მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა. გუნდურ ტურნირში (რაპირა) საქართველოს ნაკრები ფინალში იტალიას დაუპირისპირდა, დაძაბული დაპირისპირება ქართველთა გამარჯვებით 42:41 დასრულდა.
საქართველოს ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა მოუპოვეს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგე სილვია ტაუბერი 15:12 დაამარცხა, ფინალური შეხვედრა კი ტაილანდელ სანსუნ იანთან დათმო (15:13).
ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, 1/-ფინალში ბრიტანელ ჯემა კოლინზს აჯობა, ფინალში კი იაპონელი კინგა დროჟი 15:9 დაამარცხა.