პეპ გუარდიოლა, პატრის ევრა
Aa
Aa

"ლიგა იმიტომ მოიგო, რომ მესი, ჩავი და ინიესტა ჰყავდა" - ევრას პასუხი პეპს

პატრის ევრამ პეპ გუარდიოლა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

რამდენიმე დღის წინ, პეპმა, უპასუხა კითხვას ევრასა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის კრიტიკის შესახებ და თქვა:

„არ შემიმჩნევია, მათ მტკიცე და ძლიერი ხასიათი ჰქონოდათ, როცა ბარსელონასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვანადგურებდით“.

პატრის ევრამ პეპის პასუხი რეაგირების გარეშე არ დატოვა:

„მართალი გითხრათ, ვერ მივხვდი. მე არ ვკითხულობ ბევრს რას წერენ მედიაში, მაგრამ მეგობარმა გუარდიოლას ფრაზა გამომიგზავნა: „შეიძლება პატრის ევრას იუნაიტედში დასაქმება უნდა", - და შემდეგ „მე და ბარსელონამ ისინი გავანადგურეთ". იმ დროს Amazon Prime-ზე ვმუშაობდი და უბრალოდ ვთქვი, რომ გუარდიოლას ხელმძღვანელობით თამაში, თუ თქვენ გაქვთ ხასიათი და ეგო, რთული უნდა იყოს.

მე ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც მუშაობდნენ მასთან და შემდეგ თქვეს, რომ ის პრობლემა იყო. ჩემი სიტყვები ნორმალური იყო, მაგრამ თუ მას უნდა საუბარი, მაშინ დაველაპარაკები.

მე ვერ ვხედავ სიტიში ვერცერთ ფეხბურთელს, რომელსაც გუარდიოლა უყვარს. გენიოსია, მაგრამ როგორც პიროვნება... პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს. გამიკვირდა, რომ პატრის ევრასთვის პასუხის გაცემის დრო ჰქონდა. მე პენსიაზე გასული ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ცოტა გამიკვირდა.

რაც შემეხება მე, ყოველთვის კმაყოფილი ვარ, გულში სიძულვილი არ მიტრიალებს. მაგრამ როცა ხალხს ჩემი ცოტა გაცინება უნდა, ამისთვის მზად ვარ.

სხვათა შორის, მან მოიგო, რადგან შემადგენლობაში იყვნენ ჩავი, ინიესტა და მესი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად მოიგებთ ჩემპიონთა ლიგას. მაგრამ მათ გარეშე გუარდიოლას ეს ტურნირი დიდი ხანია არ მოუგია“,

- განაცხადა ევრამ Manchester Evening News-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეურაცხყოფილები არიან - მბაპესთვის რეალის კარი სამუდამოდ დაიხურა
შეურაცხყოფილები არიან - მბაპესთვის რეალის კარი სამუდამოდ დაიხურა