იცოდით? - გუარდიოლა მესის პიცის ჭამას უკრძალავდა
პიცას და ფეხბურთს დიდი ხანია სასიყვარულო და საძულველი ურთიერთობა აკავშირებთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის პიცა ზედმეტად კალორიულია და ხშირად ეს ბევრ პრობლემას ქმნის. ბიტკოინი დღეს პიცის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ხოლო GOAL ამასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას გვთავაზობს.
პიცის ერთ-ერთი ცნობილი და დიდი მოყვარული არც მეტი, არც ნაკლები ლიონელ მესია. პსჟ-ს ვარსკვლავი მატჩების შემდეგ, ხშირად მიირთმევს აღნიშნულ საკვებს და ამას არც მალავს. როგორც გაირკვა, „ბარსელონაში“ თამაშის დროს, პეპ გუარდიოლამ მას პიცის ჭამა აუკრძალა.
ცნობილია, რომ თავად ესპანელ სპეციალისტს პიცა დიდად არ უყვარს. მისი დამოკიდებულება „მანჩესტერ სიტიშიც“ კარგად გამოჩნდა. პეპმა თავის ფეხბურთელებს პიცა აუკრძალა და კვების რაციონიდან ამოიღო. გუარდიოლამ ეს ტრავმების პრობლემების გაუმჯობესებას დაუკავშირა.
Pep Guardiola bans PIZZA from Manchester City's dressing room#MCFC #LCFC pic.twitter.com/5Sg1dQCQr6
— Omar Momani (@omomani) July 18, 2016
გასულ სეზონში, „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო და ფეხბურთელებმა პიცის წვეულება მოაწყვეს, რაზეც მოგვიანებით გუარდიოლა განრისხდა და თავისი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა.
მსგავსი პრობლემა „ბარსელონაში“ მუშაობისას მხოლოდ მესისთან ჰქონდა. სხვა ფეხბურთელები მას უჯერებდნენ, ხოლო ლეო ჯიუტად მიირთმევდა პიცას. როგორც უკვე მოგახსენეთ, პეპმა მას ეს ყველაფერი აუკრძალა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით 7 ოქროს ბურთის მფლობელი მაინც იმას აკეთებდა, რაც თავად სურდა.